უკრაინამ 50 ათასი ტონა ხორბალი გაუგზავნა ეთიოპიასა და სომალის

უკრაინამ განაცხადა, რომ მან 50 ათასი ტონა ხორბალი გაუგზავნა აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებს ეთიოპიასა და სომალის,  რომლებიც სასურსათო კრიზისს ებრძვიან

1883585
უკრაინამ 50 ათასი ტონა ხორბალი გაუგზავნა ეთიოპიასა და სომალის

უკრაინამ განაცხადა, რომ მან 50 ათასი ტონა ხორბალი გაუგზავნა აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებს ეთიოპიასა და სომალის,  რომლებიც სასურსათო კრიზისს ებრძვიან.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული ერების ირგანიზაციის მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) მხარდასაჭერად 120 ათასი ტონა ხორბალი გაეგზავნა ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის ეთიოპიასა და სომალის.

განცხადების მიხედვით, 50 ათასი ტონა ხორბალი სომალსა და ეთიოპიაში ჩავა და დახმარება განხორციელდა აღნიშნულ ქვეყნებში ჰუმანიტარული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად.

უკრაინიდან აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში გაგზავნილი მარცვლეულის პირველი გემი ჯიბუტიში 30 აგვისტოს ჩავიდა.

1980-იანი წლების შემდეგ აფრიკის აღმოსავლეთში ყველაზე მძიმე გვალვის ტალღამ თითქმის 13 მილიონი ადამიანის შიმშილობა გამოიწვია.

რეგიონში, სადაც სოფლის მეურნეობის წარმოება შემცირდა 2019 წელს უდაბნოს კალიების შემოჭრის შემდეგ და დაიწყო სასურსათო კრიზისი და იმ ფაქტმა, რომ ნალექების რაოდენობა მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები იყო წვიმების პერიოდში, ახალი სასურსათო კრიზისი გამოიწვია.



მსგავსი ინფორმაციები