რუსი ტურისტების ევროპაში მოგზაურობა 95%-ით შემცირდა

რუსი ტურისტების ევროპაში მოგზაურობა 95%-ით შემცირდა

1878973
რუსი ტურისტების ევროპაში მოგზაურობა 95%-ით შემცირდა

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განცხადებით, რუსების ტურისტული მოგზაურობა ევროპაში მიმდინარე წლის ზაფხულში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90-დან 95 პროცენტამდე შემცირდა.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში რუსებმა ევროპაში 1,2 მილიონი მოგზაურობა განახორციელეს.

იქვე აღნიშნულია, რომ 2019 წლის იმავე პერიოდში ევროპას 8 მილიონი რუსეთის მოქალაქე ეწვია და დამატებულია: „რუსი ტურისტების ევროპაში მოგზაურობები მიმდინარე წლის ზაფხულში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90-დან 95 პროცენტამდე შემცირდა.“

განცხადებაში, ევროპაში მოგზაურობების მკვეთრი კლების მთავარ მიზეზად საავიაციო სექტორზე დაწესებული სანქციები და რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნების სავიზო პოლიტიკის გამკაცრება არის დასახელებული.


საკვანძო სიტყვები: #რუსი ტურისტები , #ევროპა

მსგავსი ინფორმაციები