ამერიკა ეგვიპტეს CH-47 Chinook-ის ტიპის ვერტმფრენს მიყიდის

ამერიკა ეგვიპტეს CH-47 Chinook-ის ტიპის ვერტმფრენს მიყიდის

1833766
ამერიკა ეგვიპტეს CH-47 Chinook-ის ტიპის ვერტმფრენს მიყიდის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  დაამტკიცა ეგვიპტეში 2,6 მილიარდი დოლარის მძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენის, CH-47F Chinook მიყიდვა.

აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ეგვიპტესთვის CH-47F Chinook-ის ტიპის მძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულება 2,6 მილიარდი დოლარია“. ამავე ინფორმაციით, მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გაყიდვების პაკეტში შედის 23 ერთეული CH-47F Chinook-ის ტიპის ვერტმფრენი, 56 სათადარიგო ძრავა და მათი დამხმარე აღჭურვილობა.


საკვანძო სიტყვები: #ვერტმფრენი , #CH-47F Chinook , #ეგვიპტე , #ამერიკა

მსგავსი ინფორმაციები