სამრეწველო წარმოების ინდექსი გაიზარდა

სამრეწველო წარმოების ინდექსი მაისში ყოველთვიურ ბაზაზე 1.3 პროცენტით

1674505
სამრეწველო წარმოების ინდექსი გაიზარდა

სამრეწველო წარმოების ინდექსი მაისში ყოველთვიურ ბაზაზე 1.3 პროცენტით, ხოლო წლიურ ბაზაზე 40,7 პროცენტით გაიზარდა.

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა მაისის თვის სამრეწველო წარმოების ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა.

მის მიხედვით, მაისში კალენდარული გავლენისგან თავისუფალი სამრეწველო წარმოება წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 40.7 პროცენტით გაიზარდა.

ინდუსტრიის ქვესექტორების ანალიზისას ჩანს რომ, მაისში სამთო და ქვის კარიერის სექტორის ინდექსი 33,4 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მრეწველობის ინდუსტრიის ინდექსი 42,8 პროცენტით, ხოლო ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლისა და კონდიცირების წარმოებისა და განაწილების სექტორის ინდექსი 20,9 პროცენტით გაიზარდა.

ასევე არარაფინირებული ინდუსტრიული წარმოების ინდექსი 39.5 პროცენტით გაიზარდა წლიურ ბაზაზე.

სეზონური და კალენდარულად გავლენისგან თავისუფალი სამრეწველო წარმოება მაისში აპრილთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #ინდექსი , #სამრეწველო წარმოება

მსგავსი ინფორმაციები