თურქეთის ავიახაზები ფრენებს ამცირებს

ზოგიერთი მიმართულებით ფრენები გაგრძელდება

1383258
თურქეთის ავიახაზები ფრენებს ამცირებს

 

თურქეთის ავიახაზებმა (THY), 27 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით, დაასრულა ყველა საერთაშორისო ფრენა, გარდა ჰონგ-კონგისა, მოსკოვისა, ადის-აბებისა, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონისა. ამის შესახებ ინფორმაცია THY–ს გენერალურმა დირექტორმა ბილალ ექშიმ, თავისი სოციალური მედიის ანგარიშზე გამოაქვეყნა. "ჩვენ ვაჩერებთ ყველა ჩვენს საერთაშორისო ფრენას 27 მარტიდან 17 აპრილამდე, გარდა ჰონგ-კონგისა, მოსკოვისა, ადის-აბებისა, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონისა, თუმცა, ჩვენი სატვირთო ფრენები მსოფლიოს მასშტაბით გაგრძელდება. ჩვენი შიდა ფრენები კი, მართალია შემცირდება, მაგრამ, ზოგიერთი მიმართულებით გაგრძელდება", აღნიშნავს თურქეთის ავიახაზების გენერალური დირექტორი



მსგავსი ინფორმაციები