ხალიჩების ექსპორტში თურქეთი ისევ მსოფლიო ლიდერია

ქვეყანამ ხალიჩების ექსპორტით მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაკვეთში 1,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

1307379
ხალიჩების ექსპორტში თურქეთი ისევ მსოფლიო ლიდერია

ხალიჩების ექსპორტში თურქეთი ისევ მსოფლიო ლიდერია.

ქვეყანამ ხალიჩების ექსპორტით მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაკვეთში 1,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

თურქეთმა, რომელიც 2018 წელში 2,7 მილიარდი დოლარით ხალიჩების ექსპორტში ლიდერი გახდა, აღნიშნულ სფეროში ყველაზე ახლო მეტოქე ბელგიას დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით გაუსწრო.

2018 წლის მონაცემებით, ხალიჩების ექსპორტში თურქეთის შემდეგ 1,8 მილიარდი დოლარით მეორე ადგილზე ბელგია, 346,3 მილიონი დოლარით კი მესამე ადგილზე ჩინეთია.

თურქეთის მიერ 2019 წლის მესამე კვარტლისთვის მსოფლიოს ოთხივე კუთხეში განხორციელებულმა ექსპორტმა კი 1 მილიარდ 801 მილიონ დოლარს მიაღწია.

ხალიჩების ექსპორტს ასევე ახდენენ ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, არგენტინა, ტაილანდი, მონღოლეთი, მავრიტანია, ახალი ზელანდია, ავსტრალია და სხვა.  

თურქეთის ხალიჩების გასაღების ყველაზე ბაზარი 453 მილიონი დოლარით ამერიკაა, 277,9 მილიონი დოლარით მას საუდის არაბეთი, 88,8 მილიონი დოლარით გერმანია, 82,8 მილიონი დოლარით ერაყი და 81,9 მილიონი დოლარით გაერთიანებული  სამეფო მოჰყვებიან.


საკვანძო სიტყვები: #ექსპორტი , #ხალიჩა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები