სანკ-პეტერბურგი საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს

“ამერიკამ გლობალური ლიდერობა ჩინეთს გადაულოცა“

1214560
სანკ-პეტერბურგი საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს

 

რუსეთის ნავთობკომპანიის როსნეფტის აღმასრულებელმა დირექტორმა იგორ სეჩინმა, სანკ-პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე დაკარგა გლობალური პოზიცია და მრავალი თვალსაზრისით გლობალური ლიდერობა ჩინეთმა იგდო ხელთ. მისივე თქმით, აშშ-ი ენერგეტიკულ სექტორს, ზოგიერთი ქვეყნების წინააღმდეგ "პოლიტიკურ ინსტრუმენტად" იყენებს და მისგან დაწესებული ეკონომიკური სანქციები თუ ბლოკადები, დამანგრეველ საფრთხეს უქმნის გლობალურ ენერგოსექტორს.
"ზოგიერთები რუსეთს ადანაშაულებენ ენერგეტიკის სექტორის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაში, როცა დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამერიკა, ენერგეტიკულ სექტორში მიღწეულ ამ “ოქროს ხანას“ კოლონიალისტური ზრახვებისთვის იყენებს“, ხაზგასმით განაცხადა სეჩინმა. მისივე აზრით, ამერიკამ გლობალური პოზიციებიც კარგა ხანია რაც დაკარგა და ლიდერობა პეკინს გადასცა რა, 2050 წლისთვის ჩინეთის უპირატესობა კიდევ უფრო გაორმაგდება.



მსგავსი ინფორმაციები