აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგო დღეს შევიდა ძალაში

აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოს პირველი ნაწილი დღეს შევიდა ძალაში

1026652
აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგო დღეს შევიდა ძალაში

აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოს პირველი ნაწილი დღეს შევიდა ძალაში.

აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაიკ პომპეოს განცხადებით, მისი ქვეყნა, ირანის ბირთვული შეთანხმების გამო შეჩერებულ სანქციებს, დღეს ისევ აამოქმედებს.

პომპეომ აზიიდან დაბრუნებისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

პომპეოს განცხადებით, აშშ-ს ხელისუფლება ღიაა თეირანთან მოსალაპარაკებლად და ამისთვის ჯერ საჭიროა თეირანმა თავის პოლიტიკაში დიდი ცვლილებები შეიტანოს.

მან ირანის ხელისუფლება „ცუდ მოთამაშედ“ შაფასა და დასძინა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს „უზრუნველყოს ირანის ნორმალური ქვეყნის მსგავსად მოქმედება.“

პომპეომ აღნიშნა, რომ თეთრი სახლი დღეს ირანის წინააღმდეგ ასამოქმედებელი სანქციების საკითხზე განცხადებას გააკეთებს და დაამატა: „აშშ ამ სანქციებს აამოქმედებს. ეს ირანის ცუდი განზრახვის მქონე ქმედებების წინააღმდეგ ჩვენი მცდელობების მნიშვნელოვანი ნაწილია.“

ემბარგოს ფარგლებში, ხელს შეუშლიან ირანის ამერიკული დოლარით ვაჭრობის წარმოებას, დარტყმას მიაყენებენ ქვეყნის შემოსავლის უმთავრეს წყაროს ნავთობით ვაჭრობას და შეიზღუდება ავტომობილების სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობაც.

აღნიშნული ემბარგო გავლენას მოახდენს ირანთან ვაჭრობას მწარმოებელ მესამე ქვეყნებზეც.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაისში განაცხადა, რომ 2015 წლის 14 ივლისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში P5+1-სა (აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია) და ირანს შორის ხელმოწერილ და 2016 წლის 16 იანვარს ამოქმედებულ მასშტაბური ერთობლივი სამოქმედო გეგმის სახელწოდების ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და ირანის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს.  

ამის შემდეგ აშშ-ს ხაზინის სამინისტროს უფლებამოსილებმა აღნიშნეს, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი 6 აგვისტოს, მეორე პაკეტი კი 4 ნოემბერს შევა ძალაში.  


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ირანი , #სანქიცები , #ემბარგო

მსგავსი ინფორმაციები