ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა

მისი ქონება 112 მილიარდი დოლარით განისაზღვრა

924477
ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა

 

Forbes-მა 31-ედ გამოაქვეყნა "მსოფლიო მილიარდერების" რეიტინგი და მისი მიხედვით, Amazon-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფი ბეზოსმა, უკან ჩამოიტოვა  Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტახტს ფლობდა.

ბეზოსის სიმდიდრემ, Forbes-ის მდიდართა სიის ისტორიაში, პირველად გადააჭარბა 100 მილიარდი დოლარის ლიმიტს და  112 მილიარდი დოლარით მსოფლიოს ყველაზე უმდიდრესი ადამიანი გახდა, ხოლო გეიტსმა 90 მილიარდით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ამ სიაში 84 მილიარდით მესამე ადგილზეა Berkshire Hathaway-ს პატრონი უარენ ბაფეტი, მეოთხე ადგილს 72 მილიარდით Louis Vuitton-ს პატრონი, ფრანგი ბერნარდ არნოლტი და მეხუთეზე 71 მილიარდით Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის  ქონება 400 მლნ დოლარით შემცირდა და მსოფლიოში ყველაზე მდიდართა სიაში 200 ადგილით უკან დაიწია რა,  3.1 მილიარდი დოლარით  766-ე ადგილი დაიკავა.



მსგავსი ინფორმაციები