ფრანგული Peugeot Citroen-ი გერმანულ Opel-ის შეისყიდის

ნასყიდობის ხელშეკრულება 2,2 მილიარდი ევროა

765787
ფრანგული Peugeot Citroen-ი გერმანულ Opel-ის შეისყიდის

ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირმა დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც ფრანგული საავტომობილო ფირმა  Peugeot Citroen-ის ჯგუფის მხრიდან, გერმანული საავტომობილო ფირმა Opel-ის შესყიდვას ითვალისწინებს.

განცხადებაში აღნიშნულია: “ევროკომისიამ დეტალურად შეისწავლა ამ ნასყიდობის შეთანხმება და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს შეთანხმება ევროკავშირის საავტომობილო ბაზრის კონკურენციაზე უარყოფითად არ იმოქმედებს, ამიტომაც მხარი დაუჭირა შეთანხმების განხორციელებას“.

პეჟომ მიმდინარე წლის მარტში, ოპელს მისი შესყიდვისათვის 2,2 მილიარდი ევრო შესთავაზა და მათ შორის დადებული შეთანხმებით ინგლისში წარმოებული Vauxhall-ის მარკაც პეჟოს შეუერთდება



მსგავსი ინფორმაციები