რუსეთი ნავთობის წარმოებაში ლიდერი გახდა

მან უკან ჩამოიტოვა საუდის არაბეთი და ამერიკა

677186
რუსეთი ნავთობის წარმოებაში ლიდერი გახდა

Joint Organization Data Initiative-მ ნავთობის წარმოების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა და მისი მიხედვით მსოფლიოს პირველი ნავთობ მწარმოებელი ქვეყანა გასული წლის ბოლოს რუსეთი გახდა, რომელმაც ეს ლიდერობა ჩამოართვა საუდის არაბეთს. ასე რომ, ამ ანგარიშით, გასული წლის დეკემბერში რუსეთმა წინა თვესთან შედარებით 4%-ით გაზარდა ნავთობის წარმოება და დღიურად 10.49 მილიონი ბარელი აწარმოა, როცა საუდის არაბეთმა მხოლოდ 3%-ით გაზარდა და 10.46 მილიონი ბარელი აწარმოა. იმავე დეკემბრის თვეში აშშ-მა 8.8 მილიონი ბარელი აწარმოა და მესამე ადგილი შეინარჩუნა



მსგავსი ინფორმაციები