ლუთფუ ელვანის შეფასება

განვითარების მინისტრის ლუთფუ ელვანის განცხადებით, ეკონომიკის თვალსაზრისით არ გააჩნიათ ნეგატიური მდგომარეობა

541187
ლუთფუ ელვანის შეფასება

განვითარების მინისტრის ლუთფუ ელვანის განცხადებით, ეკონომიკის თვალსაზრისით არ გააჩნიათ ნეგატიური მდგომარეობა. პირველი ექვსი თვის მაჩვენებელი, საკმაოდ დადებითია.  მაკროეკონომიკურ მაჩვენებელში არ ითვალისწინებენ სამიზნე ცვლილებას.  

ელვანმა, საკითხთან დაკავშირებით შეფასება გამოთქვა ერთ-ერთ ტელეარხში.

აღნიშნა, რომ ფეტულლაჰის ტერ ორგანიზაციის პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY-ს საშინელი თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით გამოძიების კვალდაკვალ, განვითარების სამინისტროდან განთავისუფლებულ იქნა 97 ადამიანი. 300 პერსონალის შესახებ კი გრძელდება სამუშაოები.

მნიშვნელოვნად მიიჩნია პუტჩის მცდელობის პოლიტიკური მხარეც და დაამატა, რომ მოხდება მისი გადასინჯვაც. ვისაც უშუალო კავშირი აქვს ანდა თანამშრომლობა გაუწევია ფეტოს ტერ-ორგანიზაციასთან, მოხდება ყველას გაწმენდა.

შეეხო რა ცენტრალური ბანკის საპროცენტო გადაწყვეტილებას, აღნიშნა, რომ დღეის ჩათვლით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიუხედავად, მდგომარეობა ნორმალურია. ნელ-ნელა ელოდებიან საპროცენტო მაჩვენებლის დაწევასაც.



მსგავსი ინფორმაციები