თურქული პრესა 11.12.2024
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ სირიელმა ხალხმა თავისუფლება მოიპოვა ათწლეულების განმავლობაში არსებული ჩაგვრის სისტემის დამხობით. ერდოღანმა თქვა, რომ ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიცაა დაეში და PKK/PYD ქვეყნის სხვა ნაწილებში, რაც შეიძლება მალე განადგურდებიან.
გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა (MİT) სირიაში, კერძოდ კი კამიშლის რეგიონში გაანადგურა რაკეტებით დატვირთული 12 სატვირთო მანქანა, 2 ტანკი და 2 საბრძოლო მასალის საწყობი, რომლებიც ტერორისტულმა ორგანიზაციამ PKK/YPG-მ ასადის რეჟიმს წაართვა.
გაზეთი „Haber Türk“-ი ერდოღანის სატელეფონო დიპლომატიას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრები გამართა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან. სატელეფონო საუბრებში განხილულ იქნა სირიაში უახლესი მოვლენები.
„ერდოღანი: მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სირიის ახალ ადმინისტრაციას“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი იმედოვნებენ, რომ სირიის ახალი ადმინისტრაცია დაიკავებს პოზიციას, რომელიც მოიცავს სირიელ ხალხს და, რომ ისინი საჭირო დახმარებას გაუწევენ ახალ ადმინისტრაციას ყველა ასპექტში, რაც მათ სჭირდებათ.
გაზეთი „Star“-ი წერს, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ მათი მიზანია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების გაზრდა საერთაშორისო პარტნიორობით ერაყში, ლიბიაში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიაში, კავკასიის რეგიონში და სამხრეთ ამერიკაში.