თურქული პრესა 11.10.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2197375
თურქული პრესა 11.10.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელიც აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით, „ნეთანიაჰუ საფრთხეს უქმნის გლობალურ წესრიგს, ისრაელზე საჭირო ზეწოლა უნდა მოხდეს“ და მასში ვკითხულობთ:  პრეზიდენტმა ერდოღანმა, ალბანეთში პრემიერ-მინისტრ რამასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ნეთანიაჰუ საფრთხეს უქმნის გლობალურ წესრიგს. გენოციდი, რომელიც ღაზაში 1 წელია გრძელდება, კაცობრიობის საერთო სირცხვილია. ისრაელზე საჭირო ზეწოლა უნდა განხორციელდეს“.

გაზეთ, „Haber Türk“-ის მიხედვით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ნამაზგაჰის სახელწოდების მეჩეთის გახსნის ცერემონიალზე ერდოღანმა საერთაშორისო საზოგადოებას ამ სიტყვებით მიმართა: „ისრაელის წინააღმდეგ დგომა კეთილსინდისიერი პასუხისმგებლობაა“.

გაზეთი, „Star“-ი წერს, რომ ჩინურ ელექტრომობილებზე ევროკავშირის სატარიფო ნაბიჯმა გზა გაუხსნა, თურქეთის ეროვნული წარმოების ავტომობილ  Togg-ს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Togg-ი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის ბაზარზე გასვლას 2025 წლის დასაწყისში, კიდევ უფრო გაამძაფრებს კონკურენციას. გარდა ამისა, სედანის მოდელის T10F-ის კონკურსში მონაწილეობა, რომელიც, სავარაუდოდ, SUV მოდელზე უფრო ხელმისაწვდომი იქნება, Togg-ს უფრო ეფექტურს გახდის.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ სოფლის მეურნეობის სექტორმა ყველა დროის ყველაზე მაღალი ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 26,1 მილიარდი დოლარით შეასრულა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები