თურქული პრესა 04.10.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2194586
თურქული პრესა 04.10.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით შეიკრიბა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილდა ისრაელის თავდასხმებზე ლიბანსა და პალესტინაზე და გაკეთდა მოწოდება საერთაშორისო აქტორებისადმი.

„თურქეთი არ დაუშვებს ტერორის დერეფანს სირიაში“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ სირიის ტერიტორიაზე განთავსებული ტერორისტული ორგანიზაციების განეიტრალებისკენ მიმართული ქმედებები უწყვეტად გაგრძელდება და არ დაიშვება ნებისმიერი გეგმა და მცდელობა, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

გაზეთი, „Star“-ი ომერ ჩელიქის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარის მოადგილემ და პარტიის პრესსპიკერმა ომერ ჩელიკმა ლიბანზე ისრაელის თავდასხმებთან დაკავშირებით განაცხადა: „თუ გენოციდის პოლიტიკა არ შეჩერდება, შესაძლოა ის რეგიონულ ომში გადაიზარდოს“.

გაზეთი, „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ კუნძულ კვიპროსზე მხარეები 15 ოქტომბერს შეხვდებიან. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა არაფორმალურ კონსულტაციებზე მიიწვია ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ერსინ თათარი და სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მხარის ადმინისტრაციის ლიდერი ნიკოს ხრისტოდულიდისი.

გაზეთი, „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის ავიახაზების (THY) აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ აჰმედ ბოლათმა თქვა, რომ მიზნად ისახავენ გახდნენ მე-4 უდიდესი ავიაკომპანია მსოფლიოში 10 წლის განმავლობაში 810 თვითმფრინავით.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები