თურქული პრესა 18.09.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2188497
თურქული პრესა 18.09.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 24 სექტემბერს, სამშაბათს, მე-14-ჯერ მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას. გამოსვლის მთავარი თემა იქნება  ისრაელის გენოციდური თავდასხმები ღაზას სექტორზე. პრეზიდენტი ერდოღანი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს წინ აღუდგეს ისრაელის თავდასხმებს.

გაზეთი, „Sabah“-ი იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა გუშინ შეხვედრა გამართა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ბასთან.

„წითელ და რუხ კატეგორიებში ძებნილი ტერორისტები ლიკვიდირებულ იქნენ“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ გუშინდელ განცხადებაში აღნიშნა, რომ ლიკვიდირებულ იქნენ წითელ კატეგორიაში ძებნილი ე.წ. ამედის პროვინციის პასუხისმგებელი „ჰებუნ პირო ამედი“ მეტსახელად ზირავ თაში და რუხ კატეგორიაში ძებნილი „ბოთანი“ მეტსახელად ფეჰმი ბაშკურთი.

გაზეთ, „Hürriyet“-ის მიხედვით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საინფორმაციო და პოლიტიკის ჟურნალის TIME-ის მიერ მომზადებულ „მსოფლიოს საუკეთესო კომპანიები-2024“-ის სიაში თურქეთიდან ოთხი კომპანია მოხვდა. Sabancı Holding სიაში 405-ე ადგილზეა. Koç Holding 499-ე ადგილზეა, Akbank - 820-ე, ხოლო Enka - 887-ე ადგილზე.

გაზეთი, „Vatan“-ი წერს, რომ ანტალიაში, სადაც ტურიზმმა წელს ყველა დროის რეკორდი მოხსნა, აგვისტოს ბოლოსთვის 11,7 მილიონი უცხოელი ტურისტი იქნა მიღებული, ხოლო ანტალიის აეროპორტის მთლიანმა მგზავრთა ნაკადმა 26 მილიონ 628 ათასს გადააჭარბა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები