ლიბიის გენშტაბის უფროსი ანკარაში იმყოფება
ლიბიის გენშტაბის უფროსი ანკარაში იმყოფება
2233881
ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი გენერალი მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი ანკარაში ოფიციალური შეხვედრებისთვის იმყოფება.
გენერალმა გურაკმა ოფიციალური ცერემონიით მიიღო ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ალ-ჰადადი, რომელიც ანკარაში მისი ოფიციალური სტუმრის სტატუსით ჩავიდა.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ გენერალური შტაბის უფროსებმა პირისპირი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო ურთიერთობები, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა და რეგიონული და საერთაშორისო მოვლენები.