თურქული პრესის მიმოხილვა

თურქული პრესის მიმოხილვა

2225543
თურქული პრესის მიმოხილვა

თურქული პრესის მიმოხილვა 31.12.2024

Star: ერდოღანი: „PKK/YPG-ის მოლაპარაკების მხარედ მიჩნევა მიუღებელია“

პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ ალ ნაჰიანთან. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ვერ მიიღებს სირიაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ის რეგიონში მცხოვრები ქურთების წარმომადგენლად და მოლაპარაკების მხარედ მიჩნევას. მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა დაეშის მიერ არსებული ვითარებით სარგებლობის თავიდან აცილება და ისრაელის მიერ არსებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და სირიაში ახალი პროცესის ჩაშლის პრევენცია.

Yeni Şafak: თურქეთმა დამასკოში დელეგაცია გაგზავნა სირიის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების შესაფასებლად და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

Vatan: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა განაცხადა: „შირნაქი მნიშვნელოვან პროვინციად იქცა, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ნავთობის თვალსაზრისით. დღეისათვის ჩვენი წარმოება 70,000 ბარელს აღემატება“.

Sabah: ადგილობრივმა ავტომობილმა Togg-მა ბაზარზე გამოსვლიდან მე-20 თვეს მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ადგილობრივი პროდუქციის დებულების შესაბამისად 72.18%-იანი ლოკალიზაციის დონეს მიაღწია.

Hürriyet: თურქეთის საჰაერო ძალების პილოტების საწვრთნელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და თავდაცვის მრეწველობის შესაძლებლობების გასაძლიერებლად TUSAŞ-ის მიერ წარმოებულმა HÜRKUŞ-მა პირველი ფრენა განახორციელა. 20-წუთიანი ფრენის დროს მიღწეულ იქნა 6,500 ფუტის სიმაღლე და 140 კვანძის სიჩქარე.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები