სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერდოღნის სატელეფონო დიპლომატია გრძელდება
სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერდოღნის სატელეფონო დიპლომატია გრძელდება
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრები გამართა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან.
პრეზიდენტის საკომუნიკაციო დეპარტამენტის განცხადებით, საუბრებში განხილულ იქნა სირიაში უახლესი მოვლენები, რეგიონული და გლობალური საკითხები.
პრეზიდენტმა ერდოღანმა მელონთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენები ადასტურებს თურქეთის ჰუმანური და სინდისიერი პოლიტიკის სისწორეს. მისი თქმით, თურქეთი კვლავ ინარჩუნებს სირიაში მშვიდობის, თავისუფლების, დიალოგისა და სამართლიანობის მხარდაჭერის პოზიციას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანია.
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის აგრესია ახლა სირიაში გამოვლინდა და ეს მიდგომა არ უწყობს ხელს სირიის სტაბილურობას და აუცილებელია ქვეყნის, ტერორისტული ელემენტებისგან გაწმენდა.
მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა ერდოღანმა ფონ დერ ლაიენთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს სირიის ტერორისტული ელემენტებისგან გაწმენდის, ერთიანობის აღდგენის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების მშვიდობიანი თანაცხოვრების მხარდაჭერას.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია სირიელების ღირსეულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებასთან დაკავშირებული პროცესი, ხოლო სირიის აღდგენის სამუშაოები დააჩქარებს ამ პროცესს.
სატელეფონო საუბრის შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა, რომ მომავალი კვირის დასაწყისში სირიაში მიმდინარე მოვლენების განსახილველად ეწვევა თურქეთს და შეხვდება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
თავის მხრივ, ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან. სატელეფონო საუბრის დრის, სირიაში ბოლო ვითარება, რეგიონული და გლობალური მოვლენები იქნა განხილული.
კვირა დღეს სირიაში 61 წლიანი ბაასის რეჟიმი დაემხო, ხოლო ყოფილი ლიდერი ბაშარ ასადი ქვეყნიდან გაიქცა.