რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კოლეგა სადირ ჟაპაროვთან ერთად პრესკონფერენცია გამართა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კოლეგა სადირ ჟაპაროვთან ერთად პრესკონფერენცია გამართა
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „როგორც თურქულენოვანმა სამყარომ ღაზაში მიმდინარე არაადამიანური ტრაგედიის წინაშე მტკიცე პოზიცია უნდა წარმოვაჩინოთ”.
თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციების მე-11-ე სამიტზე დასასწრებად ყირგიზეთში მყოფმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კოლეგა სადირ ჟაპაროვთან ერთად, ორ ქვეყანას შორის შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების, ენერგეტიკის, განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის მსგავს სფეროებში 19 ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ბიშკეკში გახსნეს (თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო) TİKA-ს მიერ აშენებული და აღჭურვილი „ყირგიზულ-თურქული მეგობრობის სახელმწიფო საავადმყოფო“ და დაამატა: „ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ძალისხმევას მოძმე ყირგიზი ხალხის კეთილდღეობის ასამაღლებლად“.
ერდოღანის თქმით, პრეზიდენტ ჟაპაროვთან ერთად გლობალური და რეგიონული საკითხების შესახებ მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს.
„ისრაელის სისასტიკე პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ღაზის თაოსნობით და ლიბანში, ჩვენი შეხვედრების დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შორის იყო. როგორც თურქულენოვანმა სამყარომ ღაზაში მიმდინარე არაადამიანური ტრაგედიის წინაშე მტკიცე პოზიცია უნდა წარმოვაჩინოთ”. - თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
ამასთანავე ყირგიზეთის პრეზიდენტმა ჟაპაროვმა, „ყირგიზეთის და თურქეთის რესპუბლიკებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებასა და ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის“ პრეზიდენტ ერდოღანს პირველი ხარისხის „მანასის ორდენი” გადასცა.