პრეზიდენტ ერდოღანის თავმჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

პრეზიდენტ ერდოღანის თავმჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

2194656
პრეზიდენტ ერდოღანის თავმჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ (MGK) მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს თაოსნობით პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებს მიიღონ სასწრაფო ზომები ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიის მიღმა კონფლიქტის ახლო აღმოსავლეთში გავრცელების მიზნით განხორციელებული თავდასხმების აღსაკვეთად.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა.

მასში ხაზგასმით აღინიშნა, რომ სირიის მიწებზე დაბუდებული ტერორისტული ორგანიზაციების განეიტრალებისკენ მიმართული ქმედებები უწყვეტად გაგრძელდება და არ დაიშვება არანაირი გეგმა ან ინიციატივა, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ერაყთან, ტერორისტული ორგანიზაციების PKK/KCK-PYD/YPG-ს თაოსნობით ყველა ტერორგანიზაციასთან, რომელიც ქვეყნებისთვის საერთო საფრთხეს ქმნიან, თანამშრომლობა გაღრმავდება  და გაგრძელდება.

„მოწოდება გაკეთდა, რომ პასუხისმგებლობის მქონე აქტორებმა, გაეროს უშიშროების საბჭოს თაოსნობით, მიიღონ ზომები რაც შეიძლება მალე, რათა თავიდან აიცილონ თავდასხმები, რომლებსაც ისრაელი მიმართავს პალესტინის ტერიტორიის მიღმა კონფლიქტის ახლო აღმოსავლეთში გავრცელების მიზნით. აღინიშნა რომ ისრაელის არაჰუმანური თავდასხმების წინააღმდეგ თურქი ერი და სახელმწიფო გვერდში დაუდგება ლიბანის მოძმე ხალხს და მთავრობას. გაეროს გენერალური მდივნის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება და მისი ქვეყანაში შესვლის აკრძალვა, დაგმობილი იქნა, როგორც უახლესი მაგალითი იმისა, როგორ არ ცნობს ისრაელი სამართალს“.- ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები