ერდოღან-სტუბის ერთობლივი პრესკონფერენცია
ერდოღან-სტუბის ერთობლივი პრესკონფერენცია
პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადებით, ორმხრივი ურთიერთობები ფინეთთან და თანამშრომლობა ნატოს ფარგლებში გაძლიერდება და გაგრძელდება.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში მყოფ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრე სტუბთან პირისპირი და დელეგაციათაშორისი შეხვედრების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.
ერდოღანმა გამოხატა დიდი კმაყოფილება ფინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავზე პრეზიდენტ სტუბის მასპინძლობის გამო და თქვა, რომ გაუზიარა სტუბს მოლოდინი ფინეთის მიერ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ.
"ფინეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები და თათართა თემი შეადგენენ ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელოვან ადამიანურ განზომილებას. გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა ნატოს ფარგლებში გაგრძელდება მყარ საფუძვლებზე“. - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
სტუმარმა პრეზიდენტმა კი თქვა, რომ თურქეთთან ურთიერთობა უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე და დაამატა: „თურქეთი ნამდვილად არის ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და ვფიქრობ, თურქეთის როლი მრავალპოლარულ სამყაროში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტმა ერდოღანმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა