პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს გენერალურ ასამბლეას მე-14-ჯერ მიმართავს

პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს გენერალურ ასამბლეას მე-14-ჯერ მიმართავს

2188320
პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს გენერალურ ასამბლეას მე-14-ჯერ მიმართავს

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 24 სექტემბერს, სამშაბათს, გაეროს გენერალურ ასამბლეას მე-14-ჯერ მიმართავს.

პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლის მთავარი თემა გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეაზე იქნება ისრაელის თავდასხმები ღაზას სექტორზე.

ერდოღანი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, წინ აღუდგეს ისრაელის თავდასხმებს.

პრეზიდენტი ერდოღანი გენერალური ასამბლეის პირველ დღეს მიმართავს მსოფლიო ლიდერებს.

სამიტის ფარგლებში, ერდოღანი ასევე შეხვდება სხვადასხვა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს.

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესია, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს ნიუ-იორკში, გაიხსნება 22 სექტემბერს „მომავლის სამიტის“ სახელით.

გენერალურ ასამბლეაზე მოსალოდნელია 190 ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლობა.



მსგავსი ინფორმაციები