სექტემბერი - რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე სისხლიანი თვე

სექტემბერი - რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე სისხლიანი თვე

2197757
სექტემბერი - რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე სისხლიანი თვე

 

2022 წლის თებერვალში დაწყებულ რუსეთ-უკრაინის ომში სექტემბერი რუსული ძალებისთვის "ყველაზე სისხლიან თვედ" სახელდება.

ამერიკული გაზეთის "ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, რუსეთმა უკრაინის ფრონტზე, დონბასის რეგიონში "სტაბილური, თუმცა ეტაპობრივი" წინსვლისას მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.

ამერიკელი მოხელეები აღნიშნავენ, რომ რუსეთი აგრძელებს "ფრონტზე დიდი რაოდენობით ადამიანების გაგზავნის" პოლიტიკას და ხაზს უსვამენ, რომ კრაინის მხარესაც შეიძლება კვლავ დიდი რაოდენობის დანაკარგები ჰქონდეს.

უფლებამოსილები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლება საკუთარი დანაკარგების რაოდენობას "თვით ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც კი მალავს", და აღნიშნავენ, რომ სექტემბერი რუსეთისთვისაც "ყველაზე ძვირადღირებული თვე" აღმოჩნდა.

ამერიკელი მოხელეები ასევე მიუთითებენ, რომ მიუხედავად დანაკარგებისა, რუსეთი თვეში დაახლოებით 30 000 ჯარისკაცს კრებს, და ამტკიცებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "ცდილობს თავი აარიდოს მასობრივი მობილიზაციის გამოცხადებას".

მათივე თქმით, დანაკარგები რუსეთს აიძულებს "შედარებით სწრაფად" გააგზავნოს ფრონტზე ახალი და ნაკლებად გაწვრთნილი ჯარისკაცები.



მსგავსი ინფორმაციები