რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

2197658
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

რუსეთმა სავიზო რეჟიმი გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინც სამუშაოდ და ან სასწავლებლად გაემგზავრება.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი და რუსეთის სახელმწიფო სამართლის საინფორმაციო სისტემაში გამოქვეყნებული განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ და სასწავლებლად გაემგზავრებიან და ქვეყანაში 90 დღეზე მეტხანს დარჩებიან, სავიზო შეზღუდვებისგან გათავისუფლდებიან.

ახალი განკარგულების მიხედვით, რუსეთში უვიზოდ გამგზავრება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება, მათ შორის მათაც, ვინც სამუშაოდ და განათლების მისაღებად გაემგზავრება.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დედაქალაქ მოსკოვში ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარული ურთიერთობები გაძლიერდება და თქვა: „რუსეთში ქართული დიასპორა საკმაოდ დიდია. რუსი ტურისტები საქართველოში მიდიან, ეს ნორმალური პროცესია“.

რუსეთმა და საქართველომ ორმხრივი ვიზების გამოყენება 2000 წელს დაიწყეს. საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2012 წელს გააუქმა.



მსგავსი ინფორმაციები