კვიპროსის კუნძულის მხარეები ერთმანეთს 15 ოქტომბერს შეხვდებიან

გაეროს  განცხადებით, კვიპროსის კუნძულის მხარეები ერთმანეთს 15 ოქტომბერს შეხვდებიან

2194845
კვიპროსის კუნძულის მხარეები ერთმანეთს 15 ოქტომბერს შეხვდებიან

გაეროს  განცხადებით, კვიპროსის კუნძულის მხარეები ერთმანეთს 15 ოქტომბერს შეხვდებიან.

ამ თემასთან დაკავშირებით გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა.

დუჟარიკმა აღნიშნა, რომ „არაოფიციალური ვახშამი“, რომელსაც მხარეები დაესწრებიან, 15 ოქტომბერს გაიმართება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ოქტომბერში არაფორმალურ კონსულტაციებზე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტი ერსინ თათარი და სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მმართველობის ლიდერი ნიკოს ხრისტოდულიდისი მიიწვია.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოწვევას ორივე მხარე დათანხმდა და შეხვედრები ნიუ-იორკში გაიმართება.


საკვანძო სიტყვები: #სტეფან დუჟარიკი , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები