ისრაელი სირიის მიმართ თავდასხმებს აგრძელებს
ისრაელი სირიის მიმართ თავდასხმებს აგრძელებს
ისრაელის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, 3 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 3 დაშავდა.
სირიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, თავდასხმისას, რომლის სამიზნეც ერთ-ერთი შენობა იყო, სულ მცირე 3 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
მეზეს უბანში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
აღინიშნა, რომ ისრაელის ძალებმა ორშაბათს ღამით ასევე განახორციელეს საჰაერო თავდასხმები მეზეში რამდენიმე სამხედრო ობიექტზე.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ასევე განახორციელეს რამდენიმე თავდასხმა სირიის ლატაკიის პროვინციის ჯაბლას რაიონში.
ზოგიერთმა სოციალური მედიის ანგარიშებმა განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ხმელთაშუა ზღვის მხრიდან ადგილობრივი დროით, დაახლოებით 04:00 საათზე განახორციელეს რამდენიმე საჰაერო თავდასხმა ლატაკიის ჯაბლას რაიონში.
თავდასხმების შედეგად მოხდა ძლიერი აფეთქებები, ხოლო საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სცადეს საპასუხო ქმედებების განხორციელება.
ლატაკიის ჯაბლას რაიონში, სადაც რუსეთის ჰმეიმიმის საჰაერო ბაზაა განთავსებული, ასევე მოქმედებენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები.
ცნობისათვის, 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ ისრაელი დროდადრო ახორციელებს თავდასხმებს სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების და სირიის არმიის სამხედრო ობიექტებზე.