მასუდ ფეზეშკიანი: „თურქეთი ჩვენი მეგობარი და ძმაა“
მასუდ ფეზეშკიანი: „თურქეთი ჩვენი მეგობარი და ძმაა“
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი: „თურქეთი ჩვენი მეგობარი და ძმაა. ჩვენ ნათესაური ურთიერთობა გვაქვს, მეზობლური ურთიერთობების მიღმა“.
მასუდ ფეზეშკიანმა თანამდებობის დაკავების შემდეგ დედაქალაქ თეირანში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
პრესკონფერენციის დროს, თურქეთ-ირანის ურთიერთობების შესახებ კითხვაზე ფეზეშკიანმა განაცხადა: „თურქეთი ჩვენი მეგობარი და ძმაა. ჩვენ უფრო ნათესაური ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე მეზობლური. ჩვენს შორის საზღვარი აღმართეს, თორემ საზღვრის ერთი მხარე და მეორე მხარე ერთია. ჩვენი რწმენა და კულტურა ერთმანეთშია გადაჯაჭვული. აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან“.
ფეზეშკიანმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებლად გააგრძელებს წინა ხელისუფლების პოლიტიკას მეზობლებთან კარგი ურთიერთობის პრიორიტეტად მინიჭების შესახებ და დასძინა, რომ აპირებენ თურქეთსა და ირანს შორის ვაჭრობის მოცულობის 30 მილიარდი დოლარის მიზნის მისაღწევად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას.
„ჩვენი სურვილია თურქეთსა და ირანში ერთობლივი ინვესტიციები განვახორციელოთ არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში, არამედ პაკისტანში, ავღანეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში“, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.