მილენიუმის გარიჟრაჟზე-3

მნიშვნელოვანი მოვლენები 21-ე საუკუნის პირველ 25 წელიწადში

2232443
მილენიუმის გარიჟრაჟზე-3

მილენიუმის გარიჟრაჟზე-3                                                                              მნიშვნელოვანი მოვლენები 21-ე საუკუნის პირველ 25 წელიწადში

2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა მოხდა. დონალდ ტრამპი, რომელიც 2017 წლის არჩევნების შედეგად ქვეყნის 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს, მეორე არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჯო ბაიდენთან დამარცხების შემდეგ არ ცნო არჩევნების შედეგები „გაყალბების“ მოტივით. ტრამპის მხარდამჭერთა დღეების განმავლობაში გაგრძელებული პროტესტი დასრულდა ქვეყნის ისტორიაში პირველად კონგრესის ისტორიულ შენობაზე თავდასხმითა და ძარცვით. არა მხოლოდ აშშ, არამედ მთელი მსოფლიო სულშეკრული ადევნებდა თვალს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს პირდაპირი ტრანსლაციებით ტელევიზიით და სოციალური მედიით. სამხედრო ნაწილების ჩართვით დასრულებული შეტაკებების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის პოლიციელები და გამოძიების შედეგად დააკავეს 700-ზე მეტი ადამიანი.

ზუსტად 6 წლით ადრე კონგრესზე თავდასხმამდე, 2015 წლის 7 იანვარს, პარიზში Charlie Hebdo-ს ჟურნალზე განხორციელებულმა შეიარაღებულმა თავდასხმამ, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, წამოჭრა „აზრის გამოხატვის თავისუფლების საზღვრების“ საკითხი. ჟურნალი განსაკუთრებით შუამავალ მუჰამედსა და ისლამზე პროვოკაციული კარიკატურების გამო არაერთხელ გამხდარა საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმი საზოგადოების პროტესტის საგანი.

2020 წლის 8 იანვარს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ თეირანის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევში მიმავალი უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო რაკეტით. დაიღუპა 176 ადამიანი.

პალესტინის ლეგენდარული ლიდერის იასირ არაფატის გარდაცვალების შემდეგ, მაჰმუდ აბასი, ცნობილი მეტსახელით „აბუ მაზენი“, პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის მეორე პირი, 2005 წლის 9 იანვარს ჩატარებულ არჩევნებში აირჩიეს პალესტინის სახელმწიფოს პრეზიდენტად.

2016 წლის 11 იანვარს ბაღდადსა და მის მიმდებარე დასახლებებში დაეში-ს ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა თავდასხმები განახორციელეს. თვითმკვლელი ტერორისტებისა და ნაღმებით დატვირთული მანქანებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, რომლებიც შიიტური თემების მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს ისახავდა მიზნად, დაიღუპა 132 ადამიანი და დაახლოებით 400 დაშავდა.

2010 წლის 12 იანვარს ჰაიტიზე მომხდარმა მიწისძვრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 7 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომელმაც მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს დაარტყა, პირდაპირი გავლენა მოახდინა დაახლოებით 3 მილიონ ადამიანზე. ერთი წლის შემდეგ ჰაიტის მთავრობამ განაცხადა, რომ მიწისძვრისა და შემდგომი ეპიდემიების შედეგად 316 ათასი ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #მილენიუმის გარიჟრაჟზე-3

მსგავსი ინფორმაციები