აგეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 50

ელაზიღის ალუბლისფერი მარმარილო

2219389
აგეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 50

აგეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 50

ილქერ თაშქინი

ელაზიღის ალუბლისფერი მარმარილო

რეგისტრაციის თარიღი: 21.11.2022

თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში მდებარე ისტორიული ქალაქი ელაზიღი,  ალუბლისფერი მარმარილოს სახელით მსოფლიოში „ალუბლის მარმარილო“თი გახდა ცნობილი. ფერითა და ტექსტურით მხოლოდ ელაზიღის ალაჯაქაიას რეგიონში მოპოვებული „ელაზიღის ალუბლისფერი მარმარილო“, ქალაქში არსებული ოფიციალური დაწესებულებებისა და პროფესიული ორგანიზაციების ერთობლივი განაცხადის საფუძველზე 2022 წელს გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქტების სიაში შევიდა. მარმარილოს ფერი ალუბლისფერს მოგვაგონებს თავისი მოწითალო-მოიისფრო ნაზავით და თავიდან ბოლომდე თეთრი ზოლები თეთრ ძარღვებს წააგავს. მისი მოპოვება ქალაქისთვის ძირითადი შემოსავლის წყაროა. მოპოვებული მარმარილო ბლოკებად ან მცირე ზომებად დანაწევრებული, მსოფლიოს 4 კონტინენტზე 60 ქვეყანაში იგზავნება. ელაზიღის ალუბლისფერი მარმარილოს გამოყენების არეალი ფართოა. ის დიდ ბიზნესცენტრებსა და შენობებში იატაკისთვის, შიდა და გარე ინტერიერის მოსართავადაც გამოიყენება, ასევე სახლებში სამზარეულოსა და აბაზანის დეკორაციებში. ელაზიღის ალუბლისფერი მარმარილო პატარა სასაჩუქრე ნივთებშიც გამოიყენება. მას მოქანდაკეები და მოზაიკის სპეციალისტები მხატვრულ ნამუშევრებშიც იყენებენ.  



მსგავსი ინფორმაციები