შემთხვევითი აღმოჩენები 49 - 2024
ცელოფანი
შემთხვევითი აღმოჩენები 49 - 2024
ცელოფანი
კაცობრიობა შექმნის დღიდან დღემდე ზოგიერთ ძირეულ ინსტიქტებს ფლობს. ფსიქოლოგიის ცნობილი ამერიკელი პროფესორის აბრაჰამ მასლოვის მიერ შემუშავებული „საჭიროებების თეორია“მ ეს ინსტიქტები რიგის მიხედვით დაალაგა. ამ რიგის მიხედვით, ადამიანების ძირითადი საჭიროება ჭამა-სმა და დაბინავებაა. ამიტომაც დაბადების პირველივე წუთიდან მოყოლებული უპირველესი საჭიროება ჭამაა. მოდერნისტულ ეპოქაში ამ საჭიროებას „საკვების შესაბამის პირობებში შენახვის“ საჭიროებაც დაემატა. ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში საკვების შესაბამის პირობებში შენახვის გზებს ეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც. მათგან ერთ-ერთი შემთხვევითი აღმოჩენის შედეგად დიასახლისსა თუ მომუშავე ქალების სამზარეულოში შეუცვლელი იარაღი გახდა. მისი გამოგონებიდან დღემდე გამოყენების სფეროებიც მუდმივად ახლდება.
ცელოფანი გამჭვირვალე და წებოვანი საფარია, რომელიც ხშირად გამოიყენება შეფუთვისთვის. ამ სიტყვის ძირი ფრანგულიდან მომდინარეობს, სიტყვების „ცელულოზა“ და „გამჭვირვალე“ს შეერთების შედეგად წარმოიქმნა. გამომგონებელი შვეიცარიელი ქიმიკოსი და ტექსტილის ინჟინერი, სახელად ჟაკ ედვინ ბრანდენბერგერია, რომელიც შეაწუხა იმ ფაქტმა, როცა მის მოპირდაპირედ მჯდომმა კლიენტმა სადილის დროს სასმელი ძალიან ლამაზ სუფრაზე დაასხა. ამ ინციდენტის დროს, ბრანდენბერგერი შეესწრო ფაქტს, როცა მიმტანმა მთელი სუფრა გამოცვალა, ხოლო რესტორნის მეპატრონესთან კითხვაზე, რა უქნეს სუფრას, მან ასეთი პასუხი მიიღო: „ჩვენ ის ნაგავში გადავაგდეთ, რადგან ლაქა ვერ მოვაცილეთ“. გამოგონებელმა გადაწყვიტა ქსოვილზე თხევადგაუმტარი საფარი გამოეყენებინა. თავდაპირველად ბრანდერბერგერმა ქსოვილი დაფარა ცელულოზით, მაგრამ ეს ექსპერიმენტი სრული ფიასკოთი დასრულდა, რადგანაც ცელულოზა ქსოვილს ზედმეტად ხისტს და გამოუსადეგარს ხდიდა. შვეიცარიელი მეცნიერის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ როდესაც მან სცადა საფარის მოხსნა, შენიშნა, რომ იგი ძალიან გამჭვირვალედ იშლებოდა. აქერცლილი ნაწილი, გამჭვირვალე და ამასთანავე თხელი და წებოვანი, წყალ და ჰაერგაუმტარიც იყო. შვეიცარიელმა ქიმიკოსმა აღმოაჩინა ახალი საფარი მასალა, თუმცა ეს შემთხვევით აღმოჩენად იქცა.
თავისი პირველი ექსპერიმენტებიდან და წარმოების მეთოდის შეცვლით, ბრანდენბერგერმა 1908 წელს შექმნა პირველი მანქანა გამჭვირვალე საფარის - ცელულოზის წარმოებისთვის. 1912 წელს ბრანდენბერგერის გამოგონება ცნობილი იყო, როგორც თხელი, მოქნილი „ფილმი“, რომელიც გამოიყენებოდა გაზის ნიღბებში. შვეიცარიელმა გამომგონებელმა, რომელმაც დააპატენტა თავისი გამოგონება, ამ გამჭვირვალე და წებოვან საფარს „ცელოფანი“ დაარქვა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მთელი თავისი უფლება მსხვილ ქიმიურ კომპანიას მიჰყიდა.
ბრანდებურგის გამოგონება მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული აშშ-ში შაქრისა და შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის წყალობით გახდა. კომპანიამ, პროდუქტების გაყიდვა დაიწყო, ოღონდ პროდუქცია წყალ და ჰაერგაუმტარ ცელოფანში შეფუთა. კომპანიის მიზანი პროდუქციის პრიალა შეფუთვა იყო, თუმცა ამან მოულოდნელი შედეგი დაბადა. ცელოფანში შეხვეული ტკბილეული და შოკოლადები არ ძველდებოდა, ის წარმოების დროინდელ სიახლეს ინარჩუნებდა. ამ მეთოდმა პროდუქციის დაძველების რისკიც თავიდან აიცილა და შესაბამისად სხვა კონკურენტმა საკვებმა კომპანიებმა პროდუქციის შეფუთვა ცელოფნით დაიწყო.
არსებობს 4 სხვადასხვა სახის ცელოფნის საფარი: პრიალა, მქრქალი, სადაფი და ლითონი; მათი გამოყენების არეალი დღითი დღე იზრდება. ჰაერგაუმტარობის გამო ცელოფანი საკვები პროდუქციის უფრო ჯანსაღ და გრძელვადიან შენახვას უზრუნველყოფს, ეს შემთხვევითი აღმოჩენა, ხით ან ლითონით დაფარული ყველანაირი მასალის ვადას ახანგრძლივებს. გარდა ამისა, ცელოფნის საფარი იცავს პროდუქტებს, რომლებიც ადვილად ზიანდება წყლის ან ტენიანობის გამო, განსაკუთრებით ქაღალდი, და მატებს მას ბზინვარებასა და ელასტიურობას.