აგეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 49

დუზჯეს შაქრის ლერწმის ფექმეზი

2216855
აგეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 49

აგეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 49

ილქერ თაშქინი

დუზჯეს შაქრის ლერწმის ფექმეზი

რეგისტრაციის თარიღი: 24.05.2021

თურქეთის შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ქალაქი დუზჯე, ქვეყნის მასშტაბით არც თუ ისე გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფექმეზის მასპინძელი სამშობლოა. ქალაქის გარეუბნებში შაქრის ლერწმის წარმოებას დიდი ხნის ისტორია აქვს, მისგან დამზადებული „დუზჯეს შაქრის ლერწმის ფექმეზი“ კი თურქეთის გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტები სიას 2021 წელს სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის რეგიონალური დირექტორატის მიერ შეტანილი განაცხადის საფუძველზე შეუერთდა. ფექმეზის მთავარი შემადგენელი ნაწილი დიდი რაოდენობით შაქრის ლერწამია. დუზჯეში უხვნალექიანობის გამო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს მორწყვა არ სჭირდებათ. ფექმეზის წარმოებისთვის შაქრის ლერწმის მოსავალს ოქტომბრის თვეში იღებენ და მაშინვე ამუშავებენ. თავდაპირველად შაქრის ლერწმის ღეროებს, ფოთლებსა და თესლებს ერთმანეთისგან აცალკევებენ, პრესის მანქანაში ატარებენ და წვენს ადენენ. შაქრის ლერწმის წვენს წვრილ ნახვრეტებიან საწურში 4-ჯერ წურავენ, შემდეგ სპილენძის ქვაბებში ათავსებენ და შეშის ცეცხლზე ხარშავენ. ამ დროს ფექმეზის ძირმა რომ არ დაიკრას და ნამწვრის სუნი არ წარმოიქმნას, ნახარშს გაუჩერებლად ურევენ. ხარშვის დროს ფექმეზის თავზე წარმოქმნილ ქაფს ღრმა კოვზით აცლიან. დაახლოებით 50 ლიტრ შაქრის ლერწმის წვენისგან 10 ლიტრი ფექმეზი გამოდის. მიღებულ ფექმეზს საკვები პროდუქტისთვის ვარგის მინის ან პლასტმასის ჭურჭელში ათავსებენ.



მსგავსი ინფორმაციები