გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 41
დენიზლის ხელნაკეთი ქსოვილი
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 41
ილქერ თაშქინი
დენიზლის ხელნაკეთი ქსოვილი
რეგისტრაციის თარიღი: 23.11.2021
თურქეთის ინდუსტრიული ქალაქებიდან დენიზლი ბუნებრივი მშვენიერების გარდა განსაკუთრებით ტექსტილის პროდუქციით მსოფლიოში დამსახურებული პოპულარობით სარგებლობს. დენიზლის ჩამელის რეგიონის სოფელ ელმალიში ძალიან თხელი ძაფისგან მზადდება ხელნაკეთი ნაქსოვი პროდუქტი სახელწოდებით „Çameli Elmalı Bezi“, იგივე „დენიზლის ხელნაკეთი ქსოვილი“. 2020 წელს, ჩამელის მერიის განცხადების საფუძველზე, აღნიშნული ხელნაკეთი ქსოვილი, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეყვანილი. ეს ქსოვილი პედლებიანი კევრის დახლებზე ოსტატური შესრულების პროცესის ნაყოფია. ჩამელის ხელნაკეთ ქსოვილს უმეტესწილად თავსაფრებისთვის, პერანგებისთვის და ჩვეულებრივი და ჟურნალის მაგიდების გადასაფარებლად იყენებენ.
დახლიდან ნედლად გადმოღების შემდეგ მისი საპნიან ცხელ წყალში გარეცხვა ამ ქსოვილის შემადგენლობას განსაკუთრებულობას მატებს. ამ პროცესის შემდგომ ქსოვილი სიგრძეში იწელება და ნაოჭოვან სტრუქტურას იღებს. ჩამელის ხელნაკეთი ქსოვილის თავსა და ბოლოში ცოცხალ ფერებს - ყვითელს, წითელს, მწვანეს, ცისფერს, იასამნისფერსა და გარდამავალ ფერებს, კომშისა და ზაფრანის ყვითელს იყენებენ. ფერებს კი ბუნებრივი მცენარეებისგან იღებენ. კაკლის უღლიდან აქლემის ყავისფერს, ხახვის კანისგან სტაფილოსფერს, ხეჭრელის ქერქიდან კი ყვითელ ფერს იღებენ. ქსოვილზე გეომეტრიულ ორნამენტებს და ტრადიციულ ხალიჩის მოტივებსაც იყენებენ.