იმიტომ რომ 41 - 2024
ჩოგბურთის ქულები: 15-30-40
იმიტომ რომ 41 - 2024
ჩოგბურთისქულები: 15-30-40
მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ ჩოგბურთის შესახებ, რომელიც თურქეთში არც თუ ისე გავრცელებულია და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირე მაყურებელი გააჩნია. თუკი შევესწრებით ტელევიზორში ჩოგბურთის მატჩებს, შევამჩნევთ, რომ ქულები სხვაგვარად ითვლება. ამ განსხვავების ასახსნელად ჩოგბურთში ქულების ფორმაზე ვისაუბრებთ, რომელიც არის 15-30-40, იმიტომ რომ...
ჩოგბურთის ფესვები მე-12-ე საუკუნის საფრანგეთამდე აღწევს, მე-19-ე საუკუნეში კი სპორტის ამ სახეობის დღევანდელი ფორმა ჩამოყალიბდა. დღეს ჩოგბურთის სამყაროში ყველაზე დიდი ორი ტურნირი ამ ორ ქვეყანაში ტარდება.
1887 წლიდან მოყოლებული ლონდონში ჩატარებულ ჩოგბურთის უიმბლდონის ტურნირზე მატჩები ბალახის კორტებზე, 1891 წლიდან პარიზის როლანდ გაროსის ან საფრანგეთის ღია ტურნირზე კი თიხნარის კორტებზე ტარდება. ამ ტურნირებში იმარჯვებენ ისინი, ვინც ქალების კატეგორიაში ორ, ხოლო მამაკაცების კატეგორიაში სამ სეტს მოიგებენ. ერთი სეტის აღებისთვის 15, 30, 40 ქულების შემდეგ აუცილებელია ზედიზედ ორი ქულის მოპოვება. 40-ის შემდეგ ქულას „უპირატესობა” ეწოდება. სპორტსმენი ჰკარგავს „უპირატესობის“ ქულას თუ შემდეგ ქულას ვერ აიღებს.
ჩოგბურთში ქულების 15, 30 და 40-ის სახით წინსვლა საათის ციფერბლატზე გაკეთებული გაანგარიშებითაა გამოწვეული. ძველად, თამაშის დროს ქულები გამოითქმებოდა საათის მეოთხედებში, როგორც 15, 30, 45 და 60. ფრანგულ ენაში 45 გრძლად გამოითქმოდა, ამიტომაც უფრო პრაქტიკული 40-ის გამოყენება ამჯობინეს. ამგვარად ჩამოყალიბდა დღევანდელი 15, 30, 40 და თამაშის რეიტინგი.
ჩოგბურთის ქულების სისტემაში ცნება „ფრემტეხი” ყაიმის გამომხატველია და ეს მას სხვა სპორტის სახეობებისგან განასხვავებს. თუკი ორივე მოთამაშე 40 ქულას თანაბრად აიღებს, ფრემტეხის მდგომარეობა იწყება და თამაშის მოსაგებად 2 ქულის ზედიზედ აღებაა საჭირო. ზოგიერთ მატჩში 40-40-ის შემდეგ მოთამაშეები ვერ არღვევენ ყაიმს ორმხრივი ქულების მოპოვებით და თამაში რამდენიმე წუთს გრძელდება. ეს უჩვეულო სისტემა ტენისს სპორტის სხვა სახეობებისგან გამოარჩევს და მას მისთვის დამახასიათებელ თვისებას სძენს. თავიდან შეიძლება ეს კომპლექსურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რამდენიმე მატჩის ყურების შემდეგ სისტემის არსს ჩაწვდებით.