იმიტომ რომ 40 - 2024

პლუტონი პლანეტა არ არის

2193088
იმიტომ რომ 40 - 2024

იმიტომ რომ 40 - 2024

იმიტომ რომ 40 - 2024

პლუტონი პლანეტა არ არის

მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. დღევანდელ გადაცემაში მზის სიტემის ყველაზე საკამათო ობიექტზე, პლუტონზე ვისაუბრებთ.  პლუტონის აღმოჩენამ, მისმა პლანეტად აღიარებამ და შემდგომში ამ სტატუსის შეცვლამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია ასტრონომიის სამყაროში. საუბარი დავიწყოთ იმით, რომ პლუტონი არ არის პლანეტა იმიტომ რომ.

პლუტონი ამერიკელმა ასტრონომმა კლეიდ ტომბაუმ 1930 წელს აღმოაჩინა. მზიდან დაახლოებით ექვსი მილიარდი კილომეტრის დაშორებით მყოფი პლუტონი მზის გარშემო ტრიალებს და გამორჩეული ფორმა აქვს, ამიტომაც იმ დროიდან მოყოლებული ის მზის სისტემის მეცხრე პლანეტად მიიჩნეოდა. იმის გამო, რომ ფიზიკის სამყაროს იმ წლებში პლანეტების განსაზღვრაში მკაფიო და ზუსტი საზღვრები არ ჰქონდა, როგორც დღეს, პლუტონმა ეს სტატუსი მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნა.

პლუტონი თავისი მცირე ზომითა და ელიფსური ორბიტით იპყრობს ყურადღებას. დაახლოებით 2,4 კილომეტრის დიამეტრით, პლუტონი ჩვენი დედამიწის თანამგზავრ მთვარესთან შედარებით პატარა ციური სხეულია. გარდა ზომისა, პლუტონის ორბიტაც ასევე საკმაოდ განსხვავდება მზის სისტემის სხვა პლანეტებისგან. ეს განსხვავებები იგნორირებული იყო იმდროინდელი ცოდნისა და განსაზღვრების კრიტერიუმების ფარგლებში. თუმცა, 2006 წელს, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი პლანეტის მკაფიო განსაზღვრებაზე შეთანხმდა. ამ ახალი განსაზღვრების თანახმად, ციური სხეული პლანეტად აღიარებისთვის სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

ეს კრიტერიუმები ჩამოთვლილია შემდეგნაირად: მზის ირგვლივ ბრუნვა, თავისი მიზიდულობით მრგვალი ფორმის მისაღებად საკმარისი მასის ქონა და მის ორბიტაზე მყოფი სხვა ობიექტების გასუფთავება. მიუხედავად იმისა, რომ პლუტონი პირველ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ის პლანეტის სტატუსიდან ამოღებულია, როგორც ციური სხეული, რომელმაც თავის ორბიტაზე სხვა ობიექტების გასუფთავება ვერ შეძლო. ამ თარიღიდან მოყოლებული პლუტონი ჯუჯა პლანეტად კლასიფიცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ პლუტონი აღარ არის პლანეტა, მას ადგილი კოსმოსურ კვლევებში კვლავ უჭირავს. 2015 წელს NASA-ს მიერ გაგზავნილი კოსმოსური ხომალდი პლუტონს ეწვია და ამ პატარა შორეული ობიექტის დეტალური სურათები მოიპოვა. ამ აღმოჩენით პლუტონის ზედაპირის მახასიათებლების, ატმოსფეროსა და თანამგზავრების შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღეს. პლუტონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ასევე მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად თუ რამდენად სწრაფად შედის ლიტერატურაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესახებ ახალი ინფორმაციები და რამდენად სწრაფად აისახება ის საბაზო დონეზე განათლებაში.


საკვანძო სიტყვები: #პლანეტა , #პლუტონი , #იმიტომ რომ

მსგავსი ინფორმაციები