ტრამპის საკამათო განკარგულებები

ტრამპის საკამათო განკარგულებები

2234007
ტრამპის საკამათო განკარგულებები

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ დადგენილებას დაბადებით მოქალაქეობის შეჩერების შესახებ პირველი სასამართლო დაბრკოლება შეექმნა.

ფედერალურმა მოსამართლემ დადგენილება დროებით შეაჩერა. დადგენილება მიზნად ისახავდა აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებაზე ზეგავლენას, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებულ ნებისმიერ პირს მოქალაქეობის უფლებას აძლევს.

22 შტატის გენერალურმა პროკურორმა 5 სხვადასხვა სარჩელი შეიტანა იმის თაობაზე, რომ დაბადებითი მოქალაქეობა კონსტიტუციური უფლებაა.

სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა დადგენილების მოქმედება, რომ საჭიროა მისი კანონიერების შესახებ მოსაზრებების მოსმენა.

ტრამპის განცხადებით, ის გაასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას.

ამის შემდეგ ტრამპმა ახალი დადგენილება გამოსცა, რომლითაც გაიხსნა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი დავის საგნადქცეული ჯონ ფ. კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის საქმის დოკუმენტების გასაიდუმლოება.



მსგავსი ინფორმაციები