როდის დაუკავშირდება დონალდ ტრამპი კიმ ჩე ინს?

როდის დაუკავშირდება დონალდ ტრამპი კიმ ჩე ინს?

2234226
როდის დაუკავშირდება დონალდ ტრამპი კიმ ჩე ინს?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაუკავშირდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს.

Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე სურს თუ არა კიმ ჩენ ინთან კონტაქტი, ტრამპმა უპასუხა: „მას კვლავ დავუკავშირდები“.

ტრამპმა თქვა: „(კიმი) გონიერი კაცია. ჭკვიანი ადამიანია. ის მიყვარს და მე კარგად ვმუშაობ მასთან“.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივნისში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის ორ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა. ტრამპი იყო პირველი აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ფეხი დაადგა.


საკვანძო სიტყვები: #კიმ ჩენ ინი , #დონალდ ტრამპი

მსგავსი ინფორმაციები