გაეროს უშიშროების საბჭო ღაზას საკითხთან მიმართებაში შეიკრიბა
გაეროს უშიშროების საბჭო ღაზას საკითხთან მიმართებაში შეიკრიბა
ღაზაში, სადაც ისრაელი გენოციდს ახორციელებს, სავარაუდოდ 17 ათასზე მეტი ბავშვი დაობლდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო ღაზას საკითხთან მიმართებაში შეიკრიბა.
სხდომაზე განხილულ იქნა ღაზაში არსებული უახლესი მდგომარეობა პალესტინელი ბავშვების კონტექსტში.
გაეროს ჰუმანიტარული საკითხების გენერალური მდივნის მოადგილემ ტომ ფლეჩერმა აღნიშნა, რომ ბავშვებისთვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და განაცხადა: „ღაზაში მთელმა თაობამ განიცადა ტრავმა. პალესტინელი ბავშვები იქნენ მოკლული, გარდა ამისა, ისინი შიმშილსა და სიცივეში დაიღუპნენ“.
ფლეჩერმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ 17 ათასზე მეტი ბავშვი დაობლდა, ხოლო 150 ათას ორსულ ქალს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება.
ფლეჩერმა ასევე აღნიშნა, რომ დეპრესიისა და შფოთვის მქონე 1 მილიონ ბავშვს სჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა.
ბავშვებთან დაკავშირებულ სხდომაზე დისკუსია გაიმართა გაეროს ბავშვთა ფონდთან იუნისეფთან დაკავშირებით.
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ UNICEF-ი გააკრიტიკა იმის გამო, რომ არ წარადგინა ბავშვებთან დაკავშირებული პრეზენტაცია.
ნებენზიამ განაცხადა: „ჩანს, რომ UNICEF-ისთვის ღაზას ბავშვები ნაკლებ მნიშვნელოვანი არიან, ვიდრე უკრაინის ბავშვები“.
ნებენზიას კრიტიკის საპასუხოდ, აღინიშნა, რომ UNICEF-ის წარმომადგენელი დავოსში იმყოფებოდა და ამიტომ ვერ შეძლო პრეზენტაციის წარდგენა.
მსგავსი ინფორმაციები
ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ლიბანს მაინც ბომბავს
ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ლიბანს მაინც ბომბავს
ტრამპმა განმარტა თუ რა შემთხვევაში გააგრძელებს ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას
ტრამპმა განმარტა თუ რა შემთხვევაში გააგრძელებს ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას