TikTok-ის თავსატეხი აშშ-ში

TikTok-ის თავსატეხი აშშ-ში

2232347
TikTok-ის თავსატეხი აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ) TikTok-ის კანონი ძალაში შევიდა.

ჩინური სოციალური მედიის პლატფორმა TikTok, რომელსაც 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, აპლიკაციების მაღაზიებიდან ამოიღეს.

აპლიკაციის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა არჩეული აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე სოციალურ მედიაში ახალი განცხადება გააკეთა და კანონის გადავადების შესახებ განაცხადა.

ტრამპის განცხადების შემდეგ პლატფორმამ გამოაცხადა, რომ ვებ-გვერდის მეშვეობით წვდომა აღდგენილია.

თუმცა, აპლიკაციების მაღაზიაში პლატფორმა კვლავ არ არის ხელმისაწვდომი.

პლატფორმა, რომელიც 7 მილიონი მცირე ბიზნესისა და მრავალი მომხმარებლის საარსებო წყაროს წარმოადგენს, აშშ-ის კონგრესის მიერ განიხილება როგორც ჩინური წარმოშობის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა.

კანონი ითვალისწინებდა, რომ პლატფორმის მფლობელ ჩინური კომპანიას ByteDance TikTok 19 იანვრამდე ამერიკული კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში წვდომა შეწყდებოდა.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ TikTok ამერიკულ კომპანიას არ მიჰყიდა, კანონის თანახმად აპლიკაცია აპლიკაციების ჩამოტვირთვის სივრცეებიდან ამოიღეს.


საკვანძო სიტყვები: #ჩინეთი , #აშშ , #TikTok

მსგავსი ინფორმაციები