ტანზანიაში „მარბურგის ვირუსით“ 8 ადამიანი დაიღუპა
ტანზანიაში „მარბურგის ვირუსით“ 8 ადამიანი დაიღუპა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განცხადებით, ტანზანიაში სასიკვდილო მარბურგის ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა და გაფრთხილება გაკეთდა, რომ ეპიდემია შეიძლება უფრო მეტად გავრცელდეს ქვეყანასა და რეგიონში.
განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ჯანმო-ს წევრი ქვეყნები ინფორმირებულნი არიან ტანზანიის კაგერას რეგიონში დაწყებული მარბურგის ვირუსის ეპიდემიის შესახებ, ასევე გაზიარებულია ინფორმაცია 9 საეჭვო შემთხვევის გამოკვლევის შესახებ.
ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სოციალური ქსელის პლატფორმა X-ზე გააკეთა განცხადება, სადაც გააფრთხილა, რომ მომდევნო დღეებში შემთხვევები შეიძლება გაიზარდოს.
გებრეიესუსმა განაცხადა: „დაავადებაზე დაკვირვების გაუმჯობესებასთან ერთად მომდევნო დღეებში მეტ შემთხვევას ველოდებით. ჯანმო-მ სრული დახმარება შესთავაზა ტანზანიის მთავრობასა და დაზარებულ თემებს“.
გებრეიესუსმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ტანზანიის მეზობელი ქვეყნები უნდა იყვნენ მზად და მობილიზებულნი პოტენციური შემთხვევებისთვის, რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ტანზანიასთან მგზავრობისა და ვაჭრობის შეზღუდვა ურჩია.
მარბურგის ვირუსი, რომელიც ებოლას ვირუსის ოჯახის წევრია, დაინფიცირებულ ადამიანებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 88%-მდე აღწევს.
ღამურებიდან ადამიანებზე გადამდები ვირუსი ვრცელდება ინფიცირებულ პირებთან კონტაქტის გზით.
სიმპტომებს შორისაა ცხელება, კუნთების ტკივილი, დიარეა, ღებინება და ზოგ შემთხვევაში მძიმე სისხლდენა.
ჯანმო-მ განაცხადა, რომ ვირუსის წინააღმდეგ სპეციფიკური მკურნალობა ან ვაქცინა არ არსებობს, თუმცა შემუშავებულია რიგი სისხლის პროდუქტები, მედიკამენტები და იმუნოთერაპია.
მსგავსი ინფორმაციები
ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ლიბანს მაინც ბომბავს
ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ლიბანს მაინც ბომბავს
ტრამპმა განმარტა თუ რა შემთხვევაში გააგრძელებს ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას
ტრამპმა განმარტა თუ რა შემთხვევაში გააგრძელებს ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას