სუდანში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

სუდანში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

2219366
სუდანში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

სუდანის დედაქალაქ ხარტუმის უმდურმანის რაიონში სწრაფი მხარდაჭერის ძალების (სმძ) მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, 65 ადამიანი დაიღუპა.

ხარტუმის სახელმწიფოს ადმინისტრაციის განცხადებით, მიკროავტობუსის გაჩერებაზე განხორციელებულ თავდასხმაში 65 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაშავდა.

გუბერნატორი აჰმედ ოსმან ჰამზამ განაცხადა: „მილიციები (სმძ) ცდილობენ მოსახლეობა დააშინონ და აიძულონ უსაფრთხო ადგილები დატოვონ. ვგმობთ სამოქალაქო პირების მკვლელობას“.

გუბერნატორმა საერთაშორისო საზოგადოებას და ორგანიზაციებს მოუწოდებს, „აიღონ პასუხისმგებლობა“ და დაიცვან სამოქალაქო პირები, რომლებსაც ე.წ. „მილიციები" პირდაპირ ესხმიან სახლებში, ბაზრებსა და საავადმყოფოებში.

სუდანში 2023 წლის 15 აპრილიდან მიმდინარეობს შეიარაღებული დაპირისპირება არმიასა და სმძ-ს შორის სამხედრო რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, სუდანში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ გადაადგილების და შიმშილის კრიზისს წარმოადგენს, 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რიცხვი 3 მილიონს აჭარბებს, 11 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით იქნა გადაადგილებული, ხოლო 25 მილიონზე მეტ ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.



მსგავსი ინფორმაციები