ანტონიო ტაიანი: „თურქეთი სირიაში მდგომარეობის კონტროლის მიზნით მნიშვნელოვანი პარტნიორია“

ანტონიო ტაიანი: „თურქეთი სირიაში მდგომარეობის კონტროლის მიზნით მნიშვნელოვანი პარტნიორია“

2218893
ანტონიო ტაიანი: „თურქეთი სირიაში მდგომარეობის კონტროლის მიზნით მნიშვნელოვანი პარტნიორია“

იტალიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ თურქეთი სირიაში მდგომარეობის კონტროლის მიზნით მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ანტონიო ტაიანმა იტალიური Rai 1 არხზე საერთაშორისო დღის წესრიგის შესახებ შეფასებები გააკეთა.

სირიის საკითხზე სიფრთხილით მიდგომაზე საუბრისას ტაიანმა თქვა: „სირიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპტიმისტი ვარ. მჯერა, რომ ეს მდგომარეობა შესაძლებელია სწორი მიმართულებით წარიმართოს, მაგრამ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ“.

ტაიანმა გაიხსენა, რომ თავის თურქ კოლეგა ჰაქან ფიდანთან სირიაში ქრისტიანული უმცირესობების დაცვის ჩათვლით, ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა და აღნიშნა: „თურქეთი სირიაში მდგომარეობის კონტროლის მიზნით მნიშვნელოვანი პარტნიორია“.

იტალიელი მინისტრი შეეხო „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ლიდერს აბუ-მოჰამად ალ-ჯოლანის პიროვნებას და თქვა: „მსოფლიოში რეპუტაციის მოპოვება სურს, ვნახოთ, ამ პოზიციას კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება თუ არა? სიტუაციას ახლოდან ვაკვირდებით, რადგან სირიის სტაბილურობა აუცილებელია ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობისთვის“.

მინისტრმა ტაიანმა აღნიშნა, რომ სირიაში მყოფ იტალიელებთან რაიმე პრობლემა არ არსებობს, დაახლოებით 300 ადამიანიდან ზოგიერთებმა ლიბანში გადაინაცვლეს, მაგრამ სხვებს სურთ დარჩენა, რადგან ზოგიერთს ოჯახში სირიელებიც ჰყავთ, ისინი თითოეული პირის სიტუაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისული სამსახურის მეშვეობით აკვირდებიან.



მსგავსი ინფორმაციები