პალესტინამ ILO-ში „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიიღო

პალესტინამ ILO-ში „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიიღო

2206640
პალესტინამ ILO-ში „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიიღო

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ILO) პალესტინამ „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიიღო.

პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, ILO -ს აღმასრულებელი საბჭო შეხვდა არაბული პროფკავშირების კონფედერაციის პრეზიდენტის შაჰირ სადის, ასევე არაბული და საერთაშორისო გაერთიანებების წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება ორგანიზაციაში პალესტინის სტატუსის „ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობიდან“ „დამკვირვებელ სახელმწიფოდ“ შეცვლაზე.

სადმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოდ დამტკიცდება შრომის საერთაშორისო კონფერენციაზე 2025 წლის ივნისში.

გადაწყვეტილება პალესტინას ანიჭებს უფლებას სრული მონაწილეობა მიიღოს ILO-ს მთელ ორგანიზაციულ სტრუქტურაში და გადასვლის შესაძლებლობას „მონაწილეობით წევრობაზე“. სადმა განაცხადა, რომ პალესტინა პირველად დაესწრება კონფერენციას 2025 წელს მთავრობის, მუშებისა და დამსაქმებლებისგან შემდგარ სამმხრივ ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალურმა მდივანმა ლუკ ტრიანგლმა ასევე განაცხადა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარება იმედისა და სოლიდარობის ნიშანია პალესტინელი ხალხის მიმართ, რომელიც უზარმაზარ გამოწვევებს აწყდება ადამიანის და შრომის უფლებების თვალსაზრისით.

ტრიანგლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მდგრადი მშვიდობისთვის აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს აღიარება.

არაბთა პროფკავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ჰინდ ბინ ამარმა განაცხადა, რომ არაბულმა და საერთაშორისო პროფკავშირებმა მიაღწიეს პალესტინის ხმის ყველასთვის წვდომას და მათი მიზანია პალესტინის ILO-ს დირექტორთა საბჭოს სრულ წევრობამდე მიყვანა.



მსგავსი ინფორმაციები