ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

2206605
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინდონეზიაში ფლორესის კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად პირველადი მონაცემებით 10 ადამიანი დაიღუპა.

ინდონეზიის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ქვეყნის შორეული კუნძულებიდან ფლორესზე მდებარე ლევოტობი ლაკი-ლაკის მთაზე ვულკანი ამოიფრქვა.

აფეთქების შემდეგ ლავის დინებამ ახლო სოფელს მიაღწია, შედეგად მონასტერი და რამდენიმე სახლი დაიწვა.

უფლებამოსილთა თქმით, დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის ერთი მონაზონი და დაკარგულია ერთი ადამიანი.

რეგიონში გასული კვირიდან მოყოლებული აფეთქებების სერიის შედეგად უფლებამოსილებმა ლევოტობი ლაკი-ლაკის მთის გამო განგაშის მდგომარეობა გაზარდა.

ინდონეზიაში 130 აქტიური ვულკანია, რომელიც „წყნარი ოკეანის ცეცხლის რგოლში“ მიწისძვრისა და ვულკანის სარტყელშია მოქცეული.



მსგავსი ინფორმაციები