ქარიშხალ „მილტონს“ მრავალი ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალ „მილტონს“ მრავალი ადამიანი ემსხვერპლა

2197383
ქარიშხალ „მილტონს“ მრავალი ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატში ქარიშხალ „მილტონის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, 16-მდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან მაშველები მუშაობას განაგრძობენ.

ქარიშხლის გამო, რომელმაც შტატში ტორნადო, წყალდიდობა და შტორმი გამოიწვია, მილიონობით კერძო სახლი და სხვა დანიშნულების შენობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მეტი წყალდიდობაა მოსალოდნელი. ფლორიდის მაცხოვრებლებს აფრთხილებენ, არ ეწვიონ ქარიშხალ „მილტონის“ მიერ დაზარალებულ ტერიტორიებს.



მსგავსი ინფორმაციები