ისრაელის მხრიდან ლიბანზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ისრაელის მხრიდან ლიბანზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
2197276
ისრაელის არმიის მიერ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრში განხორციელებულ თავდასხმაში ბოლო მონაცემებით, 22 ადამიანი დაიღუპა და 117 დაშავდა.
ბეირუთის ცენტრში მომხდარი 2 აფეთქების შემდეგ ტერიტორიიდან კვამლი ამოვიდა.
თვითმხილველთა თქმით, თავდასხმის შედეგად დაინგრა სამიზნე შენობა, დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლები და მანქანები.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 117 დაშავდა.
ამასთან, ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე იყო ჰეზბოლას გენერალური მდივნის ჰასან ნასრალას სიძე და ჰეზბოლას მაღალჩინოსანი ვაფიკ საფა.