საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

2194605
საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ტაივანის სამხრეთით მდებარე პინტუნგის ოლქში, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

ტაივანის სააგენტო CNA-ს ცნობით, ხანძარი დონგანგის რაიონის საავადმყოფოში გუშინ შუადღისას გაჩნდა.

ხანძარს 8 პაციენტი და საავადმყოფოს ერთი პერსონალი ემსხვერპლა.

სახანძრო სამსახურის ეკიპაჟებმა ხანძრის ლოკალიზება უკვე შეძლეს, 323 პაციენტი გადაარჩინეს და  სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.



მსგავსი ინფორმაციები