მოწოდება გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრს

შვეიცარიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში პასკალ ბაერისვილმა 15 წევრის სახელით განცხადება გაეროს დახურული სესიის შემდეგ გააკეთა

2194771
მოწოდება გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრს

გაეროს უშიშროების საბჭომ მოუწოდა ყველა წევრს, „თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც ხელს უშლის გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მიერ მოვალეობის შესრულებას“.

შვეიცარიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში პასკალ ბაერისვილმა 15 წევრის სახელით განცხადება გაეროს დახურული სესიის შემდეგ გააკეთა.

ბაერისვილის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოაცხადა „პერსონა ნონ გრატად“, თუმცა მას სახელი არ უხსენებია.

მან თქვა, რომ „სრულად უჭერენ მხარს გუტერეშსა და მის დიდ როლს, რომელსაც თამაშობს გაეროში“ და ყურადღება გაამახვილა გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრის მიერ გენერალურ მდივანთან ეფექტური ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

„ყველა წევრმა თავი უნდა შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც ხელს უშლის გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მიერ მოვალეობის შესრულებას“ - თქვა ბაერისვილმა.

ცნობისთვის, ისრაელის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის სასწრაფოდ შემცირებას მოითხოვდა, გამოცხადდა „პერსონა ნონ გრატად“ და აეკრძალა ქვეყანაში შესვლა.

აღინიშნა, რომ 1 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში გაეროს გენერალურმა მდივანმა არ ახსენა ირანის სახელი ისრაელისკენ გასროლილ რაკეტებთან დაკავშირებით და "პირდაპირ არ დაგმო" თეირანის თავდასხმა.

გუტერეშმა ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „მე ვგმობ კონფლიქტის გაფართოებას ახლო აღმოსავლეთში“ და მან ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდება გააკეთა.

ისრაელის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ გუტერეშს.

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას გრინფილდმა გაეროში გამოსვლაში საერთოდ არ ახსენა გენერალური მდივანი და თქვა: „აშშ სრულ, სრულ, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ისრაელს“.


საკვანძო სიტყვები: #ანტონიო გუტერეში , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები