კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება

კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება

2194883
კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ თუ სამხრეთ კორეა შეეცდება მიმართოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც არღვევენ მისი ქვეყნის სუვერენიტეტს, ისინი გამოიყენებენ ყველა ძალას, მათ შორის ბირთვულ იარაღს, „უყოყმანოდ“.

კიმმა სპეციალური ოპერაციების ძალებთან დაკავშირებული განყოფილება მოინახულა.

მონახულების დროს სიტყვით გამოსვლისას, სიტყვით გამოსვლისას კიმმა თქვა, რომ თუ სამხრეთ კორეა მიმართავს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც არღვევენ მისი ქვეყნის სუვერენიტეტს, მისი არმია უყოყმანოდ გამოიყენებს ყველა შემტევ ძალებს, მათ შორის ბირთვულ იარაღს.

მისივე თქმით, სამხრეთი „განადგურდებოდა“, თუ ის შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ.

ცნობისათვის, სამხრეთ კორეის ლიდერმა იუნ სუკ იოლმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მცდელობა გამოიყენოს ბირთვული იარაღი კიმის მთავრობის დასასრული იქნება, რადგან ის სამხრეთ კორეა-ამერიკის ალიანსის მტკიცე და აბსოლუტური პასუხის წინაშე აღმოჩნდება.



მსგავსი ინფორმაციები