ბაიდენს არ სჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური ომი იქნება

ბაიდენს არ სჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური ომი იქნება

2194567
ბაიდენს არ სჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური ომი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, არ სჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური ომი დაიწყება.

ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ლიბანზე ისრაელის თავდასხმების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ ახლო აღმოსავლეთში ყოვლისმომცველი ომის თავიდან იქნება აცილებული, ბაიდენმა უპასუხა: „არ მჯერა, რომ სრულმასშტაბიანი ომი იქნება. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ეს ავიცილოთ თავიდან“.  მაგრამ მან დასძინა, რომ ამისათვის "ბევრია გასაკეთებელი".

კითხვაზე, გაიგზავნება თუ არა ამერიკული ძალები ისრაელის დასახმარებლად, ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ეხმარება ისრაელს და დაამატა: „ჩვენ დავიცავთ ისრაელს“.


საკვანძო სიტყვები: #ომი , #ახლო აღმოსავლეთი , #ბაიდენი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები